SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი, როგორია 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

“ლურჯი ვეშაპის”  კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი, როგორია 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

 პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი სამსახურის უფროსის, ეკატერინე ჩხარტიშვილის განცხადებით, 14 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, კრიტიკულად მძიმეა.

„9 ივნისს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 14 წლის პაციენტი კლინიკაში 112-მა შემოიყვანა. ბავშვი იპოვეს ბინაში, მას სავარაუდოდ, გული ჰქონდა გაჩერებული. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გოგონას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გულის მუშაობა აღდგა და ამჟამად ბავშვი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა", - განაცხადა ეკატერინე ჩხარტიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

წყარო: www.resonancedaily.com

 

1246 /

13 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები