საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ილია მეორეც ესწრება. მან ემიგრანტებს სიტყვით მიმართა.
"რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. და მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა”, - თქვა ილია მეორემ და დიასპორის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს პატრიარქმა ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. დიასპორის შარშანდელ ფორუმზე ილია მეორემ თქვა - "ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა, გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან, ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ, ყველაფერი დაკავებული იყოს".
გარდა ამისა, 2015 წლის ივნისში, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა განაცხადა, რომ "ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს". მან აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ქართველი ემიგრანტები სამშობლოს დაუბრუნდებიან.
2015 წლის ოქტომბერში კი, ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე თქვა, რომ "ეს მანკიერი წესია".
 
1658 /
11 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები