SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, ახლახან გავრცელდა

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, ახლახან გავრცელდა

კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.„პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და ჰაუსკიპერის პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს კვიპროსში მყოფი ქართველებისთვის.
კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე კომპანია CSM-ის წარმომადგენლებთან გასაუბრებას გაივლიან.
შერჩეული 20 გოგონასთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური მომზადებისა და გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის უფასო კურსებს.
CSM – მსოფლიო კლასის გემების მენეჯერი და საზღვაო მომსახურების კომპანიაა. ის 40 წლის წინ კვიპროსზე დაფუძნდა.

 

921 /

11 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...