SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით ცნობილია თუ ვინ იმარჯვებს დიდი უპირატესობით

Loading...
სასწრაფოდ! შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით ცნობილია თუ ვინ იმარჯვებს დიდი უპირატესობით

წინასწარი მონაცემებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს შესწევს ძალა, რომ საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განავითაროს ქვეყანა.

„მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შედეგი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი.

„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს, არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავისა და თეთრის გარჩევა, ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არც ერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში. და ჩვენ ვპირდებით ჩვენს თბილისელებს, მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება. ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

წყარო: 2020news.ge

 

886 /

09 ივნისი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...