საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ლეგალური შრომითი მიგრაციის საკითხი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და შენგენის ზონის ქვეყნებთან მიღწეული ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს მოქალქეებისთვის ახალი გზა გამოინა ხოს,რათა მათ ევროკავშირის და მათ შორის საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად დასაქ- მების და ცხოვრების საშუალება მიეცეთ, როგორც გასულ თვეში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტრანტინიდის განცხადებით, გახდა ცნობილი საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის და განვითარების ფარგლებში ახალი ინიციატივების გარშემო სათანმშრომ- ლოდ.
აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილებების პარალელურად მნიშვნელოვანია,რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ინფორმაცია საბერძნეთში სეზონური დასაქმების და ლეგალურად დასაქმების შესახებ – თუ რა შანს აძლევს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებს.
არსებული კანონმდებლობით საბერძნეთის სახელმწიფო მესამე ქვეყნის მოქალაქის საბერძნეთში მოწვევის და სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მიზნით შემდგომ მოთხოვნებს აწესებს:
დამსაქმებელს, რომელსაც სურვილი აქვს, დაიქირაოს მესამე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქე, განაცხადი შეაქვს დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახურში, თავისი საცხოვრებელი უბნის მიხედვით. სადაც მითითებული უნდა იყოს დასასაქმებელი პირების რაოდენობა, მათი პირადი მონაცემები, ეროვნება, პროფესია/საქმიანობა და დასაქმების პერიოდი. განაცხადს უნდა ახლდეს:
1. თითოეულ დასასაქმებელ პირზე 150 (ასორმოცდაათი) ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, რომელიც განმცხადებელს უკან აღარ დაუბრუნდება;
2. განცხადება, რომ დამსაქმებელი დაფარავს დასასაქმებელი პირების საყოფაცხოვრებო და სამშობლოში დასაბრუნებელ სამგზავრო ხარჯებს, თუკი მათ უარს ეტყვიან საბერძნეთში ბინადრობის უფლებაზე;
3. დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი და თითოეულ დასასაქმებელთან გაფორმებული კონტრაქტი (2 ასლი), დამტკიცებული შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ. კონტრაქტში უნდა მიეთითოს დასაქმების სახე, ხანგრძლივობა და ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ქვეყანაში არაკვალიფიციური მუშახელის თვიურ ანაზღაურებაზე დაბალი;
4. დამსაქმებლის ქონებრივი დეკლარაციის ასლი;
5. განცხადება, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასასაქმებელი პირის სათანადო
საცხოვრებელ პირობებს.
თუ დამსაქმებელს სურს, დაასაქმოს მესამე ქვეყნის მოქალაქე სოფლის მეურნეობის სექტორში, უნდა წარადგინოს კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის დამადასტურებელი საბუთი – 2 თვეში ერთხელ დასაქმების მთელ პერიოდში; ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო მესამე ქვეყნის მოქალაქეს არ მიეცემა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება და შესაბამისი ვიზა, ან იგი თვითონ განაცხადებს უარს საკუთარი ქვეყნის დატოვებაზე, დამსაქმებელს გადახ- დილი თანხები უკან უბრუნდება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე;
ასევე დასაქმებული პირის დეპორტაციის შემთხვევაში, სადაზღვევო შენატანები, რომლებიც
უკავშირდება კონტრაქტით განსაზღვრულ პერიოდს, ასევე უბრუნდება დამსაქმებელს;განაცხადს განიხილავს დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახური. თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე უნდა დასაქმდეს ისეთ სექტორში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა,ამასთან აღნიშნული სამსახური ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება აცნობოს ყველა რეგიონულ კომპეტენტურ უწყებას.
გამოყენებული მასალა : საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი
FacebookTwittergoogle_plusShare230
 
2993 /
09 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები