საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ნენსკრაჰესის მშენებლობის შემდეგ მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის გადასახადი 20 თეთრზემეტით გაუძვირდეს. „კურიერი“ სახელმწიფოსა და ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს ასაჯაროვებს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო გამომუშავებულ დენს ერთ კილოვატ საათს 12 ცენტად იყიდის, ანუ, დაახლოებით, 33 თეთრად. კორეულ სახელმწიფო ენერგოკომპანიას, საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორისგაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ნენსკრაჰესისმშენებლობის შემდეგ ჰირდროელექტროსაგურისგან ერთი კილოვატი საათი ელექტრონერგია 9 ცენტადშეიძინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული 7.87 თეთრის ნაცვლად მხოლოდ ელექტროენერგიისგამომუშავების ფასი 25 თეთრამდე გაიზრდება.ხელშეკრულებას, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება ხელს ენერგეტიკისმაშინდელი მინისტრი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აწერენ.
ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებარამდენიმე ნაწილისგან შედგება. გარემოს დამცველები, ვინც დოკუმენტი შეისწავლა, ამბობენ, რომდოკუმენტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს. ხელშეკრულების თანახმად, სახელწიფო საკუთართავზე იღებს ვალდებულებას, ნენსკრაჰესის მფლობელებს ყველა რისკი დაუზღვიოს, მათ შორისკომპენსაცია მისცეს თუ მდინარეში წყლის დონე დაბალი იქნება და სადგური საჭირო ენერგიას ვერგამოიმუშავებს.
მთავრობა ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიას იმპორტზე გაიტანს. თუმცა გაუგებარია, რომელი ქვეყანაიყიდის საქართველოსგან ორჯერ უფრო ძვირად ნენსკრაჰესის მიერ ნაწარმოებ 12 ცენტიან დენს, როდესაც ექსპორტზე ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი 5 ცენტს არ აღემატება.
ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფომ პროექტი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის წარდგენისგანგაათავისუფლა. ანუ 280-მეგავატიანი უზარმაზარი ჰესი ისე აშენდება, რომ კომპანია გარემოსთვისმიყენებულ ზიანზე არც კი იმსჯელებს. ზიანი კი, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული იქნება.
 
1307 /
09 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები