SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პოლონეთში სამუდამო პატიმრობა ემუქრება?

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პოლონეთში სამუდამო პატიმრობა ემუქრება?

პოლონეთის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ქალის მკვლელობისთვის, ბრალი წაუყენა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

“40 წლის მამუკა კ.-ს, საქართველოს მოქალაქეს, ბრალი ედება პაულინა დ.-ს სასტიკ მკვლელობაში, რომელიც ქალაქ ლოძში, 2018 წლის 20 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნული დანაშაულის გამო, ბრალდებულს შესაძლოა შეეფარდოს არანაკლებ 12 წლიანი პატიმრობა, მათ შორის, მოსალოდნელია სამუდამო პატიმრობაც,“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, 28 წლის პაულინა დ.-ს გაუჩინარების შესახებ პოლიციას 2018 წლის ოქტომბერში შეატყობინეს. ქალმა სახლი 19 ოქტომბერს, პარასკევს საღამოს, მეგობრებთან ერთად დატოვა. იგი ბოლოს, უცნობ მამაკაცთან ერთად, ქალაქ ლოძში, ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. გამოძიების თანახმად, პაულინა დ. 20 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარშია მოკლული. მისი ცხედარი პოლიციამ 26 ოქტომბერს, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში, პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვა.

ექსპერტიზის თანახმად, ქალის სხეულზე არსებული დაზიანებები ცემისა და სექსუალური ხასიათის ძალადობაზეც მიუთითებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამუკა კ. კიევში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მისი პოლონეთში ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინამ სამშაბათს, 4 ივნისს, დააკმაყოფილა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ვარშავაში ჰყავთ დაკავებული და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მამუკა კ. უმკაცრესად დაისაჯოს“,- განაცხადა ზბიგნიევ ჟობრომ.

 

წყარო: emigrantebi.org

 

1330 /

09 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები