საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ყოფილი პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის მადლობას უხდის. სააკაშვილის ამბობს, რომ ეს უბედურება კორუფციის, განუკითხაობის და ყველაფრის ჩამოშლის პირდაპირი შედეგია, ხოლო დამნაშავეა "ყაზტრანსგაზი", რომელიც სააკაშვილის თმით, ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირად საკუთრებაში გადაუფორმა.
"სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ. საჭიროა ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს! ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას...დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის... ამავე დროს,ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, "ყაზტრანსგაზის", რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ"...
 
3312 /
17 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები