SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომლითაც მშობლებს შვილებისთვის დაყვირება ან სხვა ნებისმიერი ფსიქოლოგიური

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომლითაც მშობლებს შვილებისთვის დაყვირება ან სხვა ნებისმიერი ფსიქოლოგიური

სამი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“, რომლის რომლის ავტორიც “ქართული ოცნების” დეპუტატი სოფო კილაძეა და რომლის საფუძველზეც მშობლებს ეკრძალებათ საკუთარ შვილებზე ნებისმიერი ფორმით ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულება, რაც ნათქვამია კოდესის 52-ე მუხლში.

ცნობისათვის, ბავშვისთვის დაყვირება ან დასჯის მიზნით მისი კუთხეში დაყენება ფსიქოლოგიური ძალადობაა და ამ კოდექსით იკრძალება. აღარაფერს ვამბობ ფიზიკური დასჯის ისეთ ფორმებზე, როგორიც ვთქვათ ყურის აწევაა. ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ამ კოდექსით იკრძალება და ყველა ის მშობელი, ვისაც აღზრდის პროცესში ამგვარი გარდაუვალი ქცევები გამოუყენებია შვილების მიმართ, ანუ ყველა ჩვენგანი, ჩვენი მშობლები და საქართველოში მცხოვრები მშობლების 99% პარლამენტის დეპუტატებმა გამოაცხადეს მოძალადეებად, რომელთაგანაც სახელმწიფომ მათი შვილები უნდა დაიცვას.

ამავე კოდექსის მიხედვით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს განსაზღვრავს არა მშობელი, არამედ სახელმწიფო, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები.

კერძოდ, კოდექსის მე-3 მუხლში ნათქვამია:

“ბავშვის საუკეთესო  ინტერესები – ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება პრიორიტეტულად მშობლის მიერ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და  ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი მონაწილეობით და აზრის გათვალისწინებით.”

და აქ უნდა გვესმოდეს, რომ ამ მუხლში არსებული ჩანაწერი, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესი განისაზღვრება პრიორიტეტულად მშობლის მიერ“, მხოლოდ სატყუარაა, რადგან იქვე წერია, რომ ეს განსაზღვრება „უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსს, საქართველოს კონსტიტუციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციას, მის დამატებით მუხლებს და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს.“

ანუ მშობელს შეუძლია გაზარდოს შვილი მხოლოდ გაეროს კონვენციის და იმ საერთაშორისო შეთანხმებების პრინციპების ფარგლებში, რომლებიც ლიბერალური ელიტის მიერ მართულმა ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დადო ან მომავალში დადებს.

რაც ნიშნავს, რომ კოდექსის თანახმად, ბავშვი, ფაქტიურად, არის არა მშობლის, არამედ იმ ლიბერალური სისტემის საკუთრებაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და სწორედ ეს სისტემა განუსაზღვრავს ბავშვს, რა არის მისთვის კარგი და ცუდი, რა ფასეულობებით აღიზარდოს და ასე შემდეგ.

ხოლო აღზრდის პროცესში სახელმწიფოს იდეოლოგიური ხედვების მიმართ ურჩი მშობლის დასჯისთვის სახელმწიფოს უზარმაზარი ბერკეტები ეძლევა, რადგან ნებისმიერი მშობელი, რომელიც ბავშვს თუნდაც უყვირის ან კუთხეში დაუყენებია, კოდექსის მიხედვით კანონს არღვევს და სამართლებრივ დევნას შეიძლება დაექვემდებაროს.

ერთი სიტყვით, ეს კოდექსი ლიბერალური სისტემის მიერ ბავშვის აღზრდის პროცესის იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ.

კოდექსი ძალაში შევლამზე პარლამენტის კიდევ ორი მოსმენაზე უნდა დამტკიცდეს.

 

1563 /

02 ივნისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები