საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„იდეა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი იყოს, ჩვენგან მხარდაჭერილია და მეტიც, წლებია ამას ვითხოვთ. ეს მოთხოვნა არ არის ჩვენი ახირება. მაგრამ ეს პროცესი არ გამოვა, თუ ავტოსკოლის გავლა არ იქნება სავალდებულო, რადგან საშიშია ადამიანის საჭესთან დასმა ისე, რომ არ იცოდე მას მანამდე გავლილი აქვს თუ არა ავტოსკოლის კურსი",- განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავითმესხიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას და განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსებული რეგულაციები კარგი და მისასალმებელია, მაგრამ მაინც საჭიროებს დამატებით განხილვას.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდები მნიშვნელოვნად რთულდება და რამდენიმე ეტაპად იყოფა. პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. გარდა ამისა, თეორიულ გამოცდაზე დაშვება გახდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა, პრაქტიკული გამოცდის თითოეული ეტაპის საფასური კი დადგინდება დამოუკიდებლად.
ასევე ცვლილებები შედის არასრულწლოვანთათვის მართვის უფლების მინიჭების საკითხში, კერძოდ, „A1" ქვეკატეგორიის და „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება.
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები შსს-მ მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.
შსს განმარტავს, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ცვლილებებით, ეს ვადა ერთ კალენდარულ წლამდე გაიზრდება. მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება, ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე ჩააბაროს, რომ თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა თავიდან არ მოუწიოს.
რაც შეეხება პრაქტიკულ დავალებებს, დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, პირველი ეტაპი - სპეციალური მანევრები, ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შს მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
აღსანიშნავია, რომ „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური - 40 ლარი, მეორეეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი 90 ლარი გახდება.
„A", „C", „D" „BE", „CE", „DE" კატეგორიის და „A1", „A2", „B1", „C1", „D1", „C1E" და „D1E" ქვეკატეგორიი სსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი 150 ლარი იქნება.
გარდა ამისა, დაშვებული გახდება მოტოციკლით სასწავლო სვლა ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე, რაც დღეისთვის აკრძალულია.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.
დავით მესხიშვილის თქმით, ეს რეგულაცია ახალი არაა და ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დააგვიანა:
„მგონია, რომ ჯერ ბოლომდე და ზედმიწევნით დეტალები დამუშავებული არაა, მაგრამ იდეა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი იყოს, ჩვენგან მხარდაჭერილია და მეტიც, წლებია ამას ვითხოვთ. ეს კანონი შარშან 1 სექტემბერს უნდა შესულიყო ძალაში და დროში ვერ ჩაეტია. ჩვენი ინფორმაციით იმიტომ, რომ ქალაქის რეალურ სივრცეში, სადაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარდეს, არ მოიძებნა მოწესრიგებული ადგილი, ანუ ტერიტორია, სადაც საგზაო ნიშნები და მონიშვნები ვერ იქნა ნანახი ისეთ დონეზე, რომ ყველაფერი იყოს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
„ეს მოთხოვნა არ არის ჩვენი ახირება - ევროკავშირის მოთხოვნებია. არსებობს შესაბამისი ევროდირექტივაც. ქალაქის რეალურ სივრცეში პრაქტიკული გამოცდის დანერგვა გარკვეულ წილად შესაძლოა გახდეს საფუძველი იმისა, რომ შედარებით მცოდნე ადამიანმა აიღოს მართვის მოწმობა, რომელსაც აქვს გარკვეული უნარ-ჩვევები. მაგრამ ეს პროცესი არ გამოვა, თუ ავტოსკოლის გავლა არ იქნება სავალდებულო, რადგან, ჯერ ერთი, საშიშია ადამიანიოს საჭესთან დასმა ისე, რომ არ იცოდე მას მანამდე გავლილი აქვს თუ არა ავტოსკოლის კურსი.
„თუმცა ის ავტოსკოლები,რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მათი, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი არ არის პროფილური ორგანიზაცია. დღეს თაღლითური მეთოდებით ამზადებენ თვითმარქია ავტოსკოლები, ანუ თეორიულ გამოცდაზე ისე შეგიძლიათ გახვიდეთ, რომ თქვენთვის გაუგებარ ენაზეც რომ იყოს შედგენილი საგამოცდო ტესტი, მაინც ჩაატარებთ - ამას ჰქვია კოდირება. ეს საკითხი უნდა მიებას ავტოსკოლების რეფორმას, სხვა შემთხვევაში აზრს დაკარგავს ასეთი ტიპის რეფორმის გატარება", - განმარტა დავით მესხიშვილმა.
რაც შეეხებდა ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას, დავით მესხიშვილის განმარტებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, 17 წლის იქნება აპლიკანი თუ 18-ის:
„გულწრფელად გეტყვით, დიდ სხვაობას 17-სა და 18 წელს შორის ვერ ვხედავ. აქ მთავარია პრინციპი. შეგვიძლია იმავე სკანდინავიის ქვეყნებს შევხედოთ - დიახ, იქ 17 წლის ახალგაზრდაც იღებს მართვის მოწმობას, არის ასეთი ქვეყნები, მაგრამ სანქციებია ძალიან მკაცრი და არის რიგი ქვეყნებისა, სადაც 17 წლის ახალგაზრდები მართავენ საჭეს უფროსის ზედამხედველობის ქვეშ - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს მანქანის მართვის. მე ამ მოდელის მომხრე ვარ, ის აპრობირებულია და გაამართლა.
„რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის გადავადებას და 30 დღის ნაცვლად ერთი წლის ვადის მიცემას, ეს სამსჯელოა და გასარკევევია, რა მოდელია, რასთანაა დაკავშირებული, რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ხომ არ არის ეს საერთაშორისო გამოცდილება და რაიმე კვლევას ხომ არ ეყრდნობა.
„ასე თქმა გამიჭირდება. ხოლო ფინანსურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, არ მგონია, რომ გადასახადის გაზრდამ მსურველების რაოდენობა შეამციროს. ეს, შეგვიძლია, ჩავთვალოთ ბიუჯეტის შევსების სურვილად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის გაუფასურება, ძირითადად, კვების პრიდუქტების ფასებს ეხება, მაგრამ გაუფასურებული ლარის ფონზე ეს ზრდა შეიძლება ამასა და ბიუჯეტის შევსებას დავაბრალოთ", - განაცხადა მესხიშვილმა „რეზონანსთან" საუბარში.
წყარო: resonancedaily.com
 
1616 /
01 ივნისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები