საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი, რომელიც აშშ-ის საკითხებზე ჰყავდა დანიშნული კიმ ჩენ ინს, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული გამოცემა Chosun Ilbo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიმ ჰეკ ჩხოლთან ერთად სიკვდილით დასაჯეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 თანამშრომელი. დასჯის მიზეზი გახდა ის, რომ მათ აშშ-ჩრდილოეთკორეის მოლაპარაკებების დროს ვიეტნამში, ამერიკელებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.
ინფორმაციას სამხრეთკორეულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა The Guardian და The New York Times-ი. ინგლისურენოვანი გამოცემების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
27 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩავარდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
 
1347 /
31 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები