საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგისეროვნული ცენტრში განუცხადეს, ბიძგები თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3.6. მაგნიტუდა იყო.
„21:22წუთზე მიწისძვრა მოხდა დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან. მისი სიძლიერე 3.6. მაგნიტუდა იყო“, - განაცხადეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში.
1,603 ნახვა
24 მაისი 2019
კომენტარები