საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
დღეს ყველამ ვისაც არ დაეზარა ამ 16 წლის გოგონას გადაუარა! ზოგი წყევლის, ზოგი აგინებს, ზოგი მის დახვრეტას მოითხოვს… საზოგადოება აღშფოთებულია მაგრამ 2 დღეში დაავიწყდებათ. განა იფიქრებენ ნეტა რა არის მიზეზიო – არა! ყველამ ეს დანაშაული იმ 16 წლის ბავშვს შეაწმინდა! კაცის შვილს არ დასცდენია, რომ ეს მხოლოდ მისი კი არა ჩვენი ბრალიც არის! ჩვენ რომ ჩვენს შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ ამაზე რატომ არ ფიქრობთ? ყოველი მეორე ჩუმად სიგარეტს რომ ეწევა, თან ისე რომ მშობლები ვერ/არ იგებენ, ყოველი მეორე პლანით რომ იდებილებს თავს, ყოველი მეორე ქუჩის მოფარებულ კუთხეში დანას რომ უყრის თანატოლს, ყოველი მეორე მაღაზიას რომ ტეხავს, ყოველი მეორე თანაკლასელს რომ ჩაგრავს, ყოველი მეორე ბებია ბაბუებს რომ თავპირს აჭამენ და ენას უბრუნებენ, უყვირიან და ეჩხუბებიან, ყოველი მეორე რომ დედ-მამის დარიგებას არ იგებს და თავის ნებაზე დადის! ყოველი მეორე ოჯახის მდგომარეობას რომ არ ითვალისწინებს და 1000 ლარიან ტელეფონს ითხოვს. ყოველმა მეორემ უფროსებთან და სტუმრებთან მოქცევა რომ არ იციან, ყოველი მეორე რომ გინეკოლოგის მაგიდაზე ბავშვს იშორებს და ამას 13-14-15 წლის ბავშვები რომ აკეთებენ, ამაზე ამოიღეთ ხმა!რატომ ხართ ჩუმათ? რა 14 წლის ბავშვი რომ გინეკოლოგს ფეხებს აუწევს, რომ მუცელი მოიშალოს რა, ის ნაკლები მკვლელია? 15 წლის ბიჭი რომ დანით თანაკლასელს 20 ჭრილობას აყენებს რა ნაკლები მკვლელია? 16 წლის მოზარდი რომ ქუჩაში ბებოს ჩანთას წაართმევს, წამლებისთვის გადადებულ ფულით კი სიგარეტს და ნარკოტიკს იყიდის ნაკლები მკვლელია!?
აი ესა ვართ ქართველები. დიდხანს არ გვახსოვს არაფერი, ესეც მალე დაგვავიწყდება. ხალხო მოდით შევეშვათ სხვებისაკენ თითების გაშვერას და დანაშაულის 1 კაცზე გადაბრალებას! იმ გოგოს მშობლებიც დამნაშავეები არიან და ბიჭისაც! აბა 15 წლის გოგოს რომ გაათხოვებ და მერე 16 წლისას ბავშვს გააჩენინებ, იმას რა პასუხს სთხოვთ!? ზოგი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერია მაგ ასაკში, ზოგს კი დრო სჭირდება რომ გაიზარდოს.
ბიჭს ემესიჯებოდაო და მერე იმასთან გაიქცაო. რატომ უნდა სჭეროდა 16 წლის ბავშვს ტელეფონი? რატომ არ ეჭირა წიგნი ხელში? ჩვენ დავშორდით წიგნებს, მოვწყდით სახლის საქმეეებს, ჩვენი ყურადღება ტელეფონში და კომპიუტერშია, ჩვენი სიზარმაცე იქითკენ გვექაჩება. ასე იყო ის ბავშვიც, ვიღაც გარეწარმა შეაცდინა და ოჯახი დაანგრევინა. განა ის არ არის, თავი და თავი? რატომ იმას არავინ ადანაშაულებს!? ისე გაგვაზარმაცა ამ ინტერნეტმა რომ აზროვნებაც გაგვიზარმაცდა და გვეზარება ახლა პრობლემის პოვნა და რაც ყველაზე ადვილია ვწყევლით და ვაგინებთ იმ ბავშვს. ბავშვია აბა მა რა არის, 1 წლის წინ თოჯინით თამაშობდა ახლა კი ნამდვილი ბავშვი ჰყავდა. იქნებ მშობიარობისას რა ტრამვა მიიღო, ან როგორი ცხოვრება ჰქონდა, ან იქნებ საერთოდ ფსიქიკა შეერყა? ნუ სცოდავთ ხალხოო! ღმერთის გეშინოდეთ და ნუ დებთ ბრალს, ნუ სჯით! ასეთმა საშინელმა ამბებმა უნდა დაგვაფიქროს, რომ პრობლემის გადაჭრა მოვახერხოთ, გინებით და წყევლით უარესს ვშვებით!
წყარო news.coa.ge
 
2729 /
23 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები