საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
არაფერი გასაბრაზებელი არ გვაქვს აზერბაიჯანელებზე და თურქებზე, ჩვენ ვართ იქ ზუსტად, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს და საქართველოს გარეშე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება.
“არაფერი საწყენი და არაფერი გასაბრაზებელი არ გვაქვს აზერბაიჯანელებზე და თურქებზე. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, მეც არ ჩავთვლიდი ამათ არაფრად. ყველა თავის თავს პატივს სცემს, ჩვენ ვართ იქ ზუსტად, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა. ჩვენ გავხდით პატარა სოფელი, არადა ვიყავით ყველაზე მაგარი ქვეყანა რეგიონში და ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი რეფორმატორი, ეს არის შედეგები. რუსეთი გვკეტავს, შემოძვრა იქიდან, რათა მოგუდოს ეს და უკვე მოგუდა ლაზიკის პორტი,“ - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 7 მაისს ანკარაში გაფორმებულ მემორანდუმს. თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა კი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა. ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა - რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ - 2013 წლამდე გადაიდო.
2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016-2017 წლამდე ვერ გაივლიდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს.
 
2589 /
13 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები