SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია სინამდვილეში ვინ მოკლა 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში?

Loading...
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია  სინამდვილეში ვინ მოკლა 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში?

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ AMBEBI.GE-სა და "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და­აკა­ვა. ახალ­გაზ­რდა ბიჭს გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა. ყან­და­უ­რე­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბის არ სჯე­რათ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ რო­დე­საც სა­წოლს მი­ჯაჭ­ვულ 76 წლის ელზა გამ­ყრე­ლი­ძეს თა­ვის არე­ში ეს­რო­ლეს, მისი მე­უღ­ლე ომარ გამ­ყრე­ლი­ძე სა­წოლ­თან იჯდა და და­ნის ტა­რით ცდი­ლობ­და ცო­ლის­თვის შეკ­რუ­ლი კრი­ჭა გა­ეხ­სნა. სწო­რედ ამ ფაქ­ტით ცდი­ლობ­და ომარ გამ­ყრე­ლი­ძე პრო­ცეს­ზე თა­ვის მარ­თლე­ბას.

 

"მე არა­ვინ მო­მიკ­ლავს, ხმა­ურ­ზე გა­ვე­დი ოთახ­ში და ჩემი ცოლი და­ვი­ნა­ხე ცუ­დად იყო. ვცდი­ლობ­დი დავ­ხმა­რე­ბო­დი და ამ დროს მე რო­გორ მოვ­კლავ­დი სხვა ოთხ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ჩემს შვილს? ნეტა გა­დარ­ჩეს ეს სა­წყა­ლი, იქ­ნე­ბა იმან თქვას სი­მარ­თლე, რა მოხ­და და ვინ ეს­რო­ლა" - გა­ნა­ცხა­და 85 წლის ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის მე­უღ­ლე­ზე, რო­მე­ლიც მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბით თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ხან­დაზ­მუ­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ია­რა­ღი სა­ი­და­ნაც გას­რო­ლა მოხ­და, მას არ ეკუთ­ვნის. უფრო მე­ტიც, და­კა­ვე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ აყ­ვა­ნის დროს ჯერ კი­დევ არ იცო­და რომ მისი შვი­ლი, რძა­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ და ეს მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით სო­ფელს ტო­ვებ­და:

 

"პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და, ვერ ვი­გებ­დი რა ხდე­ბო­და, რა­ტომ მი­ჭერთ-მეთ­ქი, ვეხ­ვე­წე­ბო­დი... ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნეს, სო­ფელ­ში რომ ჩა­მა­ტა­რეს, ხალ­ხი მკვლელს მე­ძახ­და და ქვებს მეს­რო­და. მა­შინ გა­ვი­გე რაც მოხ­და... მინ­და გა­მიშ­ვან სო­ფელ­ში და ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვნა­ხო, ვინც ჩვე­ნე­ბა მის­ცა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რომ მე და­მი­ნა­ხეს ია­რა­ღით და რომ მე ვის­რო­დი" - გა­ნა­ცხა­და თე­ლა­ვის რა­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე გამ­ყრე­ლი­ძემ. ყან­და­უ­რე­ლე­ბი თა­ვი­დან ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბას იმით ხსნიდ­ნენ, რომ ხან­დაზ­მულ მა­მა­სა და მოკ­ლულ შვილს და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს ხში­რად ქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი ქო­ნე­ბის გამო, რა მი­ზე­ზი­თაც და­ვი­თი მე­უღ­ლეს­თან, ლელა ბო­რაშ­ვილ­თან ერ­თად მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან მახ­ლობ­ლად გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მოკ­ლუ­ლი დედა-შვი­ლის ოჯა­ხის წევ­რი, ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია, მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აცხა­დებ­და, რომ სწო­რედ მან გა­ი­გო­ნა გას­რო­ლის ხმა და და­ი­ნა­ხა, რო­გორ და­ე­ცა მისი შვი­ლი მე­ზობ­ლის ეზო­ში.

 

ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად, მკვლე­ლო­ბა­ში 85 წლის მო­ხუცს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ამ­ბობ­და: "ვი­თხოვ დას­ჯას, პა­ტიმ­რო­ბას კი არა, მის დაწ­ვას. ეგ არა­ნა­ირ გა­სა­მარ­თლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს". დღეს კი ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე შემ­თხვე­ვამ­დე მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს ასე იხ­სე­ნებს:

 

"ომა­რის სახ­ლში მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე ოთახ­ში მე­უღ­ლის სა­წოლ­თან იჯდა მოხ­რი­ლი და რა­ღა­ცას ბუტ­ბუ­ტებ­და. გა­მოვ­ბრუნ­დი და გზა­ში შემ­ხვდა ჩემი შვი­ლი, შავ­ლე­გო. მისი ეზო­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სრო­ლის ხმა გა­ვი­გე, გა­ვი­ხე­დე უკან და და­ვი­ნა­ხე ჩემი ბიჭი დაბ­ლა ეგდო, ეს ხდე­ბო­და სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში, მას­თან მი­ვი­და და­სახ­მა­რებ­ლად დათო (ბრალ­დე­ბუ­ლის შვი­ლი), შემ­დეგ ისევ გა­ვი­გე სრო­ლის ხმა და ქა­ლე­ბის კი­ვი­ლი. მინ­დო­და შეს­ვლა და დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა სრო­ლა ისევ გან­მე­ორ­და, შე­მე­შინ­და და მე­ზობ­ლებ­თან გა­ვი­ქე­ცი დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად" - აღ­ნიშ­ნა ფრი­ო­დონ გამ­ყრე­ლი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, რომ როცა მან შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ცოლ­თან მჯდო­მი ხან­დაზ­მუ­ლი ნახა, მის გარ­შე­მო სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავს, მით უფრო ია­რა­ღი და ეს ეჭვს უჩენს, რომ ასეთ მოკ­ლე დრო­ში ის ია­რა­ღის აღე­ბას და და­მიზ­ნე­ბით გუ­ლის არე­ში სრო­ლას ვერ შეძ­ლებ­და. "ვფიქ­რობ რომ, იმ დრო­ში რაც მე დამ­ჭირ­და მათი სახ­ლი­დან ეზო­ში გას­ვლამ­დე, ვერ მო­ას­წრებ­და ომა­რი ია­რა­ღის აღე­ბას და სრო­ლას, თა­ნაც მის გარ­შე­მო ია­რა­ღი არ და­მი­ნა­ხავს, რომ და­მე­ნა­ხა ჩემს შვილს და ცოლს იქ არ დავ­ტო­ვებ­დი. და­კი­თხვა­ზე ყოფ­ნი­სას პო­ლი­ცი­ის­გა­ნაც მო­ვის­მი­ნე, რომ ასე­თი სი­ზუს­ტით სრო­ლას ეს მო­ხუ­ცი ვერ შეძ­ლებ­და, თა­ნაც ორი ია­რა­ღი­თო. მეც ვფიქ­რობ, რომ ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან ოთხი­ვე მოკ­ლულს ია­რა­ღი სი­ზუს­ტით და სა­სიკ­ვდი­ლოდ აქვს ნას­რო­ლი. ომა­რის ხელ­ში ია­რა­ღის არა­სო­დეს და­მი­ნა­ხავს და სად ან რო­დის უნდა ეს­წავ­ლა ასე­თი სრო­ლა?" - ამ­ბობს ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

 

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ეტაპ­ზე კი ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი ია­რა­ღი და მე­ო­რეს ძებ­ნა ხორ­ცი­ე­ლე­დე­ბა. 3 მა­ისს დი­ლით მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­სიტ­როს კა­ხე­თის პო­ლი­ცის სამ­ხა­რეო დე­პარ­ტა­მე­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ოფი­ცი­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე იყო ჩა­დე­ნი­ლი, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 109 მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლით და­ი­წყო, დამ­ნა­შა­ვე პირი და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლი იყო. უწყე­ბის ამ გან­მარ­ტე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმით ხსნი­ან, რომ საქ­მის ად­გილ­ზე შას­წავ­ლით სა­ა­მარ­თალდმცვე­ლებ­მა მა­შინ­ვე გა­მოკ­ვე­თეს მკვლე­ლო­ბა­ში სხვა პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა 85 წლის გამ­ყრე­ლი­ძის და­კა­ვე­ბით, მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბა და­იც­ვეს.

 

 

 

 

ambebi.ge

 

1567 /

12 მაისი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...