SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მეუფე სპირიდონის განცხადება კახა კალაძესთან დაკავშირებით- ეს კაცი ხელიდან არის წასული

მეუფე სპირიდონის განცხადება კახა კალაძესთან დაკავშირებით- ეს კაცი ხელიდან არის წასული

“მთელ მსოფლიოში არის საშინელი აგიტაცია-პროპაგანდა ყველაზე დაცემული ცოდვების, ანუ სოდომური ცოდვების. ამის საშინელი პროპაგანდაა, ჩვენ ხომ უნდა მივხვდეთ რომ ეს ყველაფერი ეშმაკისგანაა, ყველაზე მძიმე ცოდვა რაც კი შეიძლება დედამიწაზე არსებობდეს, როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, როგორც ბიბლია ამბობს არის სოდომის ცოდვა. ამის გულისთვის ღმერთმა წარღვნა მოავლინა და ერთი ოჯახი გადარჩა მარტო. ამის გამო დაიწვა სოდომ-გომორი გოგირდის ცეცხლით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ პალესტინაში ნახოთ მკვდარი ზღვა… ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა რაც კი არსებობს არის სოდომის ცოდვა და მთელ მსოფლიოში დღეს მიდის ამ ცოდვის ლეგალიზება, დაკანონება და მთელი მსოფლიოს დაღუპვა. ეს უნდა ეშმაკს რა თქმა უნდა…”

მეუფე სპირიდონი ასევე შეეხო და მკაცრად გააკრიტიკა კახა კალაძის განცხადება, რომლითაც თბილისის მერმა მხარი დაუჭირა გურამ კაშიას და სიამაყით აღნიშნა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებში ყოფნის დროს იქნა მიღებული მამათმავლობის სიბილწის დამცველი ანტიდისკრიმინაციული კანონი:

“ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის ქალაქის ხელმძღვანელი ამისთანა რამეს უნდა ამბობდეს?! ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი მეომრის სისხლი, რომ დღეს ეს ადამიანი გამოდიოდეს და ეწეოდეს მამათმავლობის აგიტაციას საქართველოში?! ამის გულისთვის ეწამა ასიათასი მოწამე?! ეტყობა მისთვის მოდაში აღარ არის საქართველოს ისტორია. ჩვენი ერის გმირული წარსული, ჩვენი წმინდა მეფეების და დედოფლების დაღვრილი სისხლი სასაცილოა მისთვის. ეს კაცი ხელიდან არის წასული.” – განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგებაში.

 

1866 /

10 მაისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები