SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასიხარულო ინფორმაცია, შანსი ემიგრანტებს, თუკი საბუთები წესრიგში გაქვთ

სასიხარულო ინფორმაცია, შანსი ემიგრანტებს, თუკი საბუთები წესრიგში გაქვთ

იტალიაში, სარდინიაზე მდებარე პატარა ქალაქ ოლოლაის მოსახლეობა სახლებს რეკორდულად დაბალ ფასად ყიდის. ამჟამად 1 ევროდ 200-მდე ცარიელი სახლი იყიდება. 1 ევროდ სახლები მხოლოდ ერთი პირობით იყიდება: 3 წლის განმავლობაში ახალმა მფლობელებმა სახლი სრულად უნდა გაარემონტონ. ქვის სახლები არც თუ ისე კარგ მდგომარეობასია, ამიტომ, ადგილობრივთა აზრით, რეკონსტრუქციაზე დაახლოებით 25 ათასი ევროს დახარჯვა იქნება საჭირო. ამ საკითხში დახმარებას კი ადგილობრივი ხელისუფლება ითავებს - ისინი გასცემენ გრანტებს, რომელთა საშუალებითაც რემონტის ღირებულების 60%-ის კომპენსირება შეიძლება.

ბოლო 50 წლის მანძილზე ოლოლაის მოსახლეობა თითქმის ორჯერ შემცირდა,ასეთი ხერხებით კი მოსახლეობა ქალაქში ახალი მაცხოვრებლების მიზიდვას ცდილობს.  "ჩვენი უნიკალური ტრადიციების შენარჩუნება ჩემი პირადი ჯვაროსნული ომია. ჩვენი წარსულით სიამაყე - ჩვენი ძალაა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქალაქი მოკვდეს", - ამბობს ოლოლაის მერი ეფისიო არბაუ.

ახლა ოლოლაიში სულ 1300 ადამიანი ცხოვრობს.

 

 

1705 /

08 მაისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები