SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

მიწები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა სომხეთს და თურქეთს

loading...
no-img

ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად სექტემბრიდან აღმოჩნდება, - ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მიიღო.

ცნობისთვის, სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისია 1994 წლიდან მუშაობს და შეხვედრები ამ დროის მაინძილზე თბილისსა და ერევანში იმართებოდა. 
ტერიტორიული კუთვნილება საკამათო გახდა მას შემდეგ, რაც 2005 წელს ტელეკომპანია "მზის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა.
როგორც გაირკვა, ხუჯაბის ტაძარს სომხური მხარე თავის სახელმწიფო საზღვრებში მოიაზრებს და, შესაბამისად, მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის კანონდამრღვევებად ჩათვალეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარი მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს სომხეთის სასარგებლოდ, რის შედეგადაც ხუჯაბი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. 
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან აქვს საზღვარი დემარკირებული და ეს თურქეთია. დღემდე სადავოდ რჩება აზერბაიჯანთან დავით გარეჯის სამონასტრო კონპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც. 

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ი ავრცელებს აღნიშნული მიწა წლების განმავლობაშში სადავო იყო. ამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

518 /

06 მაისი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...