SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! პენტაგონის სპეცსამსახურის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადება: რა საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს აშშ საქართველოსთან

Loading...
სასწრაფოდ! პენტაგონის სპეცსამსახურის უფროსის მიერ გაკეთებული  განცხადება: რა საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს აშშ საქართველოსთან

„თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი პრეზიდენტის ეს ფრაზა სერიოზულად აღიქვეს, რაში სჭირდება ვაშინგტონს ამგვარი შემოვლითი გზების ძიება პასუხის გასაცემად?!... რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავდა ეს განცხადება - ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და გვაქვს თანამშრომლობის არაერთი სფერო", - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა პენტაგონის პრესსამსახურის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც აშშ დახურულ მოლაპარაკებებს მართავს.

თუმცა, ამ მოლაპარაკებების თემები არ მჟღავნდება და გასაიდუმლოებულია რუსეთისა და მისი მსგავსი განზრახვების მქონე ქვეყნების გამო. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ერიკ პეიჰონმა რუსულ „რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ბევრი დახურული დისკუსია გვაქვს საქართველოსთან - აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორთან. ეს საუბრები დარჩება გასაიდუმლოებული, განსაკუთრებით რეგიონალური საფრთხეების გათვალისწინებით ისეთი ბოროტი განზრახვების მქონე ქვეყნის მხიდან, როგორიც რუსეთია", - განაცხადა პენტაგონის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პარტნიორობაზე თავად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც არაერთხელ ისაუბრა. 2019 წლის მატში განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ კონკრეტულად როდის, არ განუმარტავს.

„რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ პენტაგონის პრესსამსახურის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გასაკვირი არაფერია, რადგან დახურული დისკუსიების გამართვა პარტნიორ სახელმწიფოებს შორის მიღებული პრაქტიკაა:

„გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების თემების გასაიდუმლოებულია, არც მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და, ალბათ, იმ წრის გარდა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარულად შენახვა პრობლემა ხდება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურების აქტიურობის გამო. მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას.

„რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავდა ეს განცხადება - ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და გვაქვს თანამშრომლობის არაერთი სფერო - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამხედრო მშენებლობა, კიბერუსაფრთხოება და ა.შ., სადაც ერთობლივად დაგეგმილი ან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სულაც არ არის საჭირო, რომ ყველამ დეტალურად იცოდეს-ეს სრულებით ბუნებრივია და არაფერი გაუგებარი ამაში არაა.

ჩვენ ისტორიული მაგალითიც გვაქვს, რომლის მოწმე და მონაწილე მე პირადად გავხდი - ასეთ რეჟიმში მომზადდა თავის დროზე, მაგალითად, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლითაც, ფაქტობრივად, დაიწყო ჩვენი პირდაპირი სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთან სამხედრო სფეროში. ასე რომ, აქ არაფერი გაუგებარი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის", - ამბობს მენაღარიშვილი.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებას ეხებოდა, არაა დაკავშირებული ერიკ პეიჰონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან:

„გამორიცხვა არ შემიძლია არაფრის, მაგრამ არ მგონია (კავშირი იყო სალომე ზურაბიშვილისა და პენტაგონის პრესსამსახური ხელმძღვანელის განცხადებებს შორის). თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი პრეზიდენტის ეს ფრაზა სერიოზულად აღიქვეს, რაში სჭირდება ვაშინგტონს ამგვარი შემოვლითი გზების ძიება პასუხის გასაცემად?!

„ჩვენ კონტაქტის უამრავი ფორმა გვაქვს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი ფორმები. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. უბრალოდ, მე ვერ ვხედავ ამ ორ განცხადებას შორის კავშირს", - განმარტა ირაკლი მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა , სალომე ზურაბიშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ საქართველო, ფაქტორივად, ძალიან მალე შევა ნატო-ში. თუმცა გასულ კვირას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგება, შესაძლოა, პროვოკაციად იყოს აღქმული არა მხოლოდ საქართველოს მეზობლად მყოფი ქვეყნების, არამედ ტერორისტული დაჯგუფებების მიერ.

პენტაგონის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ერიკ პეიჰონმა „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუს მსვლელობისას არ ისურვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო განლაგების საკითხის განმარტების გაკეთება.

წყარო: resonancedaily.com

 

1496 /

05 მაისი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...