SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! რა ხდება ამ წუთებში დავით გარეჯში

სასწრაფოდ! რა ხდება ამ წუთებში დავით გარეჯში

დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი შეკრების მიზეზი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, აჩვენონ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და რომ იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

სამოქალაქო აქტივისტების ინტენსიურ რეჟიმში თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.

წყარო: ipn.ge

 

2918 /

05 მაისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები