სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
დიდ დიღომში, ბინის აფეთქების თვითმხილველი ილია ბუზალაძე "პრაიმტაიმთან" ყვება, რომ გარდაცვლილია პიროვნება, რომელთან ერთადაც რამდენიმე წუთით ადრე ლიფტით იმგზავრა. თავად კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ოჯახის მეგობარი იყო და ამ ბინაში თავად არ ცხოვრობდა. ხოლო ოჯახის რამდენიმე წევრი, რომელიც აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ, გვერდზე ბინაში მცხოვრებლები იყვნენ.
თვითმხილველი ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში საშინელი გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც შესაბამისი სამსახურები ორჯერ უშედეგოდ გამოიძახეს.
"მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მეზობლებმა დარეკეს ორჯერ. პირველ ჯერზე მოვიდნენ, შეამოწმეს, არაფერი არ იყო. მერე თავიდან დაურეკა სამეზობლომ, შეამოწმეს და კიდევ არაფერი არ არისო, ვიღაც გაზის ბალონს გაიტანდაო, თუ რაღაც ეგეთი უთქვამთ.
მე რომ მოვედი, ჩემთან ერთად ლიფტში პიროვნება იყო. სუნი იდგა და აღვნიშნეთ ეს ფაქტი. მეექვსე სართულზე გამოვიდა ეს პიროვნება, მე მეცხრეზე ავედი. როგორც გავიგე, ეს პიროვნება გარდაცვლილა. შესულა ბინაში, აუნთია შუქი და ეს მოხდა. ორი ნაბიჯით გამოვასწარი და გადავრჩი. კიბით ჩამოვედით.
ჩემი აზრით, "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლობა იკვეთება, რადგან რომ მოვიდნენ, ერთხელ შეამოწმეს, მეორედ შეამოწმეს, თუ არ არის პრობლემა, საიდან იდგა სუნი სადარბაზოში, ხო უნდა დალოდებოდნენ, მთელი სამეზობლო ურეკავდა. შესულიყვნენ ბინაში და შეემოწმებინათ. რას ნიშნავს სუნი იდგეს და არსად დაზიანება არ იყოს.
სადაც აფეთქება მოხდა, ეს ბინა როგორც გავიგე მისი არ ყოფილა. მეგობარს უთხოვია ასვლა და შემოწმება. აფეთქება მოხდა ერთ ბინაში და დაღუპულები არიან გვერდითა ბინაში, კედელი გაიტანა აფეთქების სიმძლავრემ" - განუცხადა "პრაიმტაიმს" თვითმხილველმა ილია ბუზალაძემ.
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე დაღუპულები არიან ბავშვის დედა და დეიდა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან ორი გარდაცვლილი ბავშვის მამა და და არიან. მათი ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა და ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო primetime.ge
 
2716 /
17 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები