SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

კახეთში ბებიამ 10 წლის შვილიშვილი სასტიკად ცემა, როგორია ბავშვის მდგომარეობა ?

კახეთში ბებიამ  10 წლის შვილიშვილი სასტიკად ცემა, როგორია ბავშვის მდგომარეობა ?

კახეთში ბებიამ 10 წლის ბიჭი ცემა. მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ დროითვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბიჭის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და სწორედ ამიტომ იყო ბავშვი ბებიასთან.

სოციალურ მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბებიას მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა და მასზე მხოლოდ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მინდობილობა იყო გაცემული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.

 

1192 /

04 მაისი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები