საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საგარეჯოში მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა ნინო სოროზნიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს მამამთილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.
„კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა. დიდი უბედურება მოხდა. ჩემს შვილს შვილი არ ჰყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა. მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.
წყარო:palitranews.ge
 
1706 /
03 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები