მკვლელობა საგარეჯოში: 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი სიცოცხლეს გამოასალმა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 85 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, კაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან არ გამოდიოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
1,670 ნახვა
03 მაისი 2019
კომენტარები