საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე მიმდინარე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის", - აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.
 
3364 /
02 მაისი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები