ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი და მისი დედა, ნათია ციცვიძე.
ციცვიძე სამი შვილის დედა იყო. ერთ-ერთი ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი გოგონა კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, ერთ-ერთს თავის არეში ოპერაცია დასჭირდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.
მეორე გოგონა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
2,161 ნახვა
17 იანვარი 2019
კომენტარები