აშშ-ს უარი საქართელოს ამას არავინ ელოდა
"კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა. საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი მარტის თვიდან მზადდებოდა, თუმცა ჯერჯერობითუცნობია, რას უკავშირდება უარი და შედგება თუ არა საერთოდ ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ჩასვლა ჯერ კიდევ მარტიდან იგეგმებოდა.
ლაშა ჟვანია „კურიერთან“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა. შედგება თუ არა ვიზიტი, ჟვანიას თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს.
2,160 ნახვა
01 მაისი 2019
კომენტარები