SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

დავით ბერძენიშვილის მოულოდნელი და სკანდალური განცხადა პატრიარქთან დაკავშირებით

დავით ბერძენიშვილის მოულოდნელი და სკანდალური განცხადა პატრიარქთან დაკავშირებით

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ავრცელებს პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე საკმაოდ მწვავედ არის შეფასებული.

ბერძენიშვილის აზრით,  “პატრიარქი და მისი ამალა ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს”. მისივე განცხადებით, “შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც…”

“ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით…. პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული ” ერთადერთი და განუმეორებელი”…. უცოდინრები…უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც….პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას… მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა…ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.

ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას… ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი…”თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი( ჩიხლაძე) სასიკვდილოდ, საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა, დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი ”უპოზიციობით”.– აღნიშნულია განცხადებაში.

 

2504 /

30 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები