საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის თემას ეხმაურება, აზერბაიჯანის შსს"_ს მინისტრთან შეხვედრის სკანდალურ დეტალებს იხსენებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს თუ როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა.
"სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!
გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.
ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.
2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე "გაგვიჭედა". გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.
არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.
მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.
გაჭრა.
არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით"_წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.
 
2232 /
29 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები