SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ: ევროპაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილება

სასწრაფოდ:  ევროპაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილება

ბოლო დღეებში ისევ აქტუალურია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში პრობლემას ვერ ჩქმალავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არსებული საფრთხე კრიტიკულ ნიშნულზე ჯერ არ დასულა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი საგანგაშო გახდა. დასავლელი პოლიტიკოსები ასკვნიან, ამის მიზეზია სიდუხჭირე და უმუშევრობა, ასევე – კანონის უზენაესობის შესუსტება.
ევროპა იღებს ზომებს მიგრაციის ტალღების, თავშესაფრის მაძიებელი პირების, არალეგალების შესაკავებლად. მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება ახალი ევროპარლამენტის არჩევის შემდეგ.
მიგრაციული პოლიტიკის მიხედვის პირობას დებენ არა მხოლოდ პოპულისტები და რადიკალი მემარჯვენეები, არამედ ზომიერი პოლიტიკოსებიც.
ევროპარლამენტის არჩევის შემდეგ დაკომპლექტდება ევროკომისია. ევროკომისიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია გერმანელი ევროდეპუტატი მანფრედ ვებერი. იგი აცხადებს, რომ მიგრაციასთან ბრძოლაში უფრო რადიკალური ზომებია მისაღები.
– თუ მიგრაციის კონტროლი გვინდა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია საზღვრები. დღეს ევროკავშირის წევრები მზად არიან მხოლოდ იმისთვის, რომ გაზარდონ “ფრონტექსის” სასაზღვრო სამსახურის შტატი 10 ათასამდე. ამ გეგმით, ეროვნული საზღვრების დაცვაზე გამოყოფილია 8 წელი. თუ ევროკომისიის თავმჯდომარე გავხდი, დავაჩქარებ ამ პროცესს და უზრუნველვყოფ ევროპის საზღვრის დაცვას 2022 წლისთვის, – ამბობს ვებერი.
იგი პირობას იძლევა, რომ მიგრაციას ევროკავშირის შიგნითაც შეაკავებს. ამისათვის აუცილებელია თანხების მიმართვა ევროპის იმ რეგიონებისკენ, რომლებიც ამას საჭიროებენ.
საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის. ამიტომ, ეს თანხები თბილისისკენ მომართული არ იქნება. თუ ევროპაში საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საშიშროება აშკარა ხდება.
საქართველოს მიმართ ევროსტრუქტურები მეტ-ნაკლებად შემწყნარებლები არიან გეოპოლიტიკური ასპექტებიდან გამომდინარე.
ევროპას არ უნდა, რომ საქართველო, ისევე, როგორც ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, იყოს რუსული აგრესიის და გავლენის ობიექტი. ახლანდელმა ევროპარლამენტმა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მიმართ, რაზეც კრემლი დიდ იმედებს ამყარებს.
მანფრედ ვებერი არჩევის შემთხვევაში ამ პროექტის დაბლოკვას აპირებს.
გრძელდება პროგნოზები იმაზე, რომ მომავალ ევროპარლამენტში რადიკალი ნაციონალისტები და კონსერვატორები დიდ წარმატებას მიაღწევენ. ითვლება, რომ ამ მიმართულების პოლიტიკური ძალებს შეუძლიათ ევროკავშირის დანგრევა. გამოკვეთილად ევროკავშირის დაშლას მხოლოდ ზოგიერთი მათგანი მოითხოვს. სხვებს მისი რეფორმირება უნდათ.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრანაციონალისტების რეიტინგები გაზრდილია.
მაგალითად, საფრანგეთში მარინ ლე პენის “ეროვნულ გაერთიანებას” 23% უჭერს მხარს; იტალიაში მატეო სალვინის “ლიგას” – 33%-ზე მეტი; პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის “კანონი და სამართლიანობას” – 42%, ავსტრიაში “თავისუფლების პარტიას” – 24%.
ნაციონალისტები გაძლიერდნენ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც. ლატვიელი ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს “ახალ ერთობასა” და “თანხმობას” შორის. პირველი მათგანი აცხადებს, რომ პატრიოტიზმს წვრილმანი ნაციონალიზმისგან არჩევს, მეორე კი ნაციონალისტებთან ბრძოლას გეგმავს.
მემარჯვენე პარტიებს ევროპარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლებათ. ეს იმას მოასწავებს, რომ ევროპაში მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ახალი მტკიცე რეგულაციებია მოსალოდნელი.
ეს საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

 

2491 /

28 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები