SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ამ წუთებში ვრცელდება - აშშ-ს გაფრთხილება საქართველოს ამერიკელი კონგრესმენი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ამ წუთებში ვრცელდება -  აშშ-ს გაფრთხილება საქართველოს ამერიკელი კონგრესმენი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

გაფრთხილება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სანქციები დაგვიწესოს. კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორედ შევიდა და ეს საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკვეინ მალინია.

კანონპროექტის მიხედვით სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი ამერიკაში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ. 

 „ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა "თიბისისთან" და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით,“ - ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი სალომე სამადაშვილმა აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებული ინიციატივას.   

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა საქართველოში შექმნილ მძიმე ბიზნეს გარემოს უკავშირდება. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი.

„ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა "თიბისისთან" და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში. მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე კი  კონგრესმენების მოსაზრებას არ იზიარებს და ირწმუნება, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნეს გარემოა. კონგრესში კანონპროექტის დაბრუნებას იმით ხსნის, რომ პარტნიორები არასამთავრობოებო ორგანიზაციების და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არასწორ ინფორმაციას იღებენ. მდინარაძის მტკიცებით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს შეცდომაში შეჰყავს. 

„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია. ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ, უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ-ხოლმე. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორება მოხდა. რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“  - განაცხადა მდინარაძემ. 

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „რეზონანსთან“ აფასებენ. 

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოს და მთელი ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რათა ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა აღარ დაიმსახუროს.  ქუთელიას შეფასებით, ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი სენტიმენტები ჩნდება კონგრესში. მისი აზრით,  ამ კანონს პერსპექტივა არ აქვს რომ რეალურად გახდეს მართლა კანონი, თუმცა საკითხის ასე დასმა აჩენს ბევრ კითხვას. 

„ბიზნესზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალქო საზოგადოებაზე  ზეწოლა არის   არაფორმალური მმართველობის სიმპტომები. აშშ-ში როდესაც ამაზე საუბრობენ, ეს არის ჩვენი მეგობრების მეგობრული კრიტიკა და აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ.

როდესაც ამერიკის ელჩი ამბობს, რომ პრობლემა არის სასამართლოსთან დაკავშირებული, სამოქალქო საზოგადოებაზე ან ბიზნესზე ზეწოლის კუთხით, ამას უნდა კარგად მოსმენა და მაქსიმალური ძალისხმევის დახარჯვა, რომ არ განმეორდეს. როგორც გითხარით, დღეს როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, საფრთხეები ძალიან გაზრდილია. ფასი, რომელიც ჩვენ შეიძლება ამაში გადავიხადოთ იქნება ძალიან დიდი. ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა,“-  განაცხადა ბათუ ქუთელიამ.   

 

2315 /

27 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები