რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან დაკავშირებით
“ივანიშვილის ბუნდღა არ დარჩება ამ ქვეყანაში“ და თუ დარჩა, მაშინ ის „ყოფას უტირებს ქვეყანას“ -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებთან „სკაიპით“ საუბრისას განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად დგომისკენ, რათა მალე დასრულდეს ეს ხელისუფლება.
“მთავარი ის კი არ არის მე რა გავაკეთე, მთავარი არის, ის რომ არაფერი აღარ კეთდება და მომხედავი არავინ გყავთ და პატრონი არ ჰყავს თითოეულ თქვენთაგანს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი სიტყვებით, თუ ასე გაგრძელდა მომავალში ბავშვების ერთადერთი პერსპექტივა უცხოეთში გადახვეწა და იქ წარმატების მიღწევაა. მისივე სიტყვებით, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამის შანსი ჯერ კიდევ არის.
2,181 ნახვა
26 აპრილი 2019
კომენტარები