28 დეკემბერი 2021
“ საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა რამდენიმე წელი ისევ იქნება” განაცხადა ფინანსთა მინისტრმა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის აზრით, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე.
"საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პრობლემები იყო მწვავედ და ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე. მე, როდესაც ვამბობ, რომ ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ და ვამბობ რომ სიღარიბეა 30%-დან 21%-მდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა დავიწყოთ და კმაყოფილი ვიყოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ, რამდენიმე წელი მინიმუმ ამას დასჭირდება“,- განაცხადა "360 გრადუსში" მაჭავარიანმა.
1517 /
25 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
25 მაისი 2021
21 მაისი 2021
19 მაისი 2021
25 სექტემბერი 2020
21 თებერვალი 2020
კომენტარები