ერთი მიცვალებული ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო 16.01.2019, 20:40 - დიდი დიღომი
მომხდარის შესახებ საუბრობენ ადგილობრივები.
ადგილობრივი „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ამოცნობა ვერ ხერხდება.
„მეც აქ მოვისმინე, ერთი მიცვალებული იქით არის, ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო. გვერდში გდია დაბლაო, წაიყვანეს თუ არა, არ ვიცი. ძირს გადმოაგდოო ამ დარტყმით წნევამო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ მთელი ქვეყანაში შეძრა. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, არიანდ აშავებულებიც. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაშავებული 8 ადამიანი მკურნალობას კლინიკებში გადის. აქედან ექვსი არის ბავშვი და ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ორ მოზრდილ პაციენტს, სერგეენკოს თქმით, ისინი ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარი ტრაგედიის გამო პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
5,202 ნახვა
17 იანვარი 2019
კომენტარები