SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდა

სასწრაფოდ! ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდა

რა შემთხვევაში აქვს გადარჩენის შანსი “ქართულ ოცნებას”, ვის და რატომ აწყობს ძალოვანების დემორალიზება, რამდენ დაჯგუფებად დაიყო მმართველი პარტია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.ნიკოლოზ მჟავანაძე:
– “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, ძალიანაც რომ მოინდომონ, უკვე ვერაფერს შეცვლიან. გასულ კვირას განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს. ის, რაც პანკისში მოხდა, ერთ ადგილზე მახათის გაყრას მაგონებს. როცა ხალხს რეზინის ტყვიებს ესვრი და ცრემლსადენ გაზს შეასხამ, მაშინ უკვე ხელისუფლება აღარ ხარ.
ისე არავინ გამიგოს, რომ პოლიციელებისთვის ქვების და ჯოხების სროლას ვამართლებდე, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხის ნდობა სრულიად დაკარგა.
ხალხის ნდობის დაკარგვას ვინ ჩივის, ერთმანეთსაც აღარ ენდობიან და ერთმანეთს ჭამენ.
– “ოცნებაში” ჭამენ ერთმანეთს?
– მმართველ პარტიაში არის რამდენიმე გამოკვეთილი დაჯგუფება. ერთმანეთს ისინი ჭამენ და ებრძვიან. ძალიან მძიმედ არის გუნდში საქმე. ერთადერთი გამოსავალი მათთვის ახლა ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება შეძლებს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, რაც “ქართული ოცნებისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც უჭერს მმართველი პარტიის დიდი ნაწილი ვადამდელ არჩევნებს მხარს.
თუ არჩევნები 2020 წელს ჩატარდა, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.
– მაჟორიტარების შესანარჩუნებლად ატარებენ ვადამდელ არჩევნებს?
– არა მარტო მაჟორიტარული სისტემის შესანარჩუნებლად. საზოგადოებაში ძალიან დიდი უარყოფითი მუხტია და მისი განმუხტვა უნდათ. ახალ ხელისუფლებას მაინც ახალი იმედები უკავშირდება.
“ოცნების” შიგნით სერიოზულად და აქტიურად განიხილება ვადამდელი არჩევნების თემა. როგორც უკვე გითხარით, ე, პირველ რიგში, მათ ინტერესებშია.
– შემოდგომისთვის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები? ან რა გახდება მისი დანიშვნის მიზეზი?
– ასე გადაჭრით რამის თქმა ძნელია, მითუმეტეს, როცა საქმე “ქართულ ოცნებას” ეხება. აქ მარჯვენამ არ იცის, მარცხენა რას აკეთებს და პირიქით. რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, უნდათ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ახლო მომავალში მოხდეს.
– ასეთი საჩქარო რა არის?
– რაც დრო გადის, მათი რეიტინგი ეცემა. არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნურად შექმნან კრიზისი, რათა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. მმართველი პარტიიდან ხალხის გამოყოფა და დაძაბულობის კერების შექმნა, სავარაუდოდ, ვადამდელისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
ვადამდელ არჩევნებს არაერთი ხელისუფლება გადაურჩენია. თავის დროზე ზვიად გამსახურდია ვადამდელ არჩევნებს რომ დათანხმებოდა, ისიც გადარჩებოდა და საქართველოც.
“ქართულ ოცნებას”, ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველს რაღაც გავლენების შენარჩუნებს თუ უნდა, გამოსავალი ერთადერთია – ვადამდელი არჩევნები.
2020 წლამდე შეიძლება ვერც მიაღწიონ, სასწაული თუ მოხდა და მაინც მიაღწიეს იქამდე, არც ამ შემთხვევაში განვითარდება მათ სასარგებლოდ მოვლენები.
– ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
– ის მაძლევს, რომ ყველა მიმართულებით ცუდად აქვთ საქმე. ამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით კი პოლიციის სრული გაფარჩაკება მოხდა.
პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა გასული საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა, მხედრიონელები სამართალდამცავებს პანღურებს რომ ურტყამდნენ და აბუჩად იგდებდნენ. იგივე დავინახე ახლაც.
ამ ყველაფრით პირადად მე დავრჩი შეურაცხყოფილი. პოლიციელებს და სპეცრაზმელებს რომ ვუყურებდი, გული მეწვებოდა.
“ქართულმა ოცნებამ” თუნდაც იმიტომ უნდა ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, რომ თავად სახელმწიფო უწყებებში არის უკვე ამათ მიმართ დიდი უნდობლობა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში “ოცნების” მიმართ უნდობლობაა?
– 21 აპრილის შემდეგ ასე იქნება. პოლიცია მმართველი პარტიის დასაცავად უკვე არაფერს გააკეთებს. მათაც ხომ ნახეს, როგორ ურტყამდნენ მათ კოლეგებს. ამაზე მაღალჩინოსნების რეაქცია იყო ბოდიში და მერე ჟურნალისტებს სთხოვდნენ, გაიღიმეთო.
რა ბოდიში და რა გაიცინე? ბოდიში და ღიმილი რომ წამალი იყოს, ასე კი არ ეყრებოდა ქუჩაში, აფთიაქში გაიყიდებოდა.
ამ დღეებში ძალიან სერიოზულად დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა. არცერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი ამ ხელისუფლებას აღარ დაიცავს. არ შეიძლება, ადამიანები საზარბაზნე ხორცად გამოიყენო.
– ისევ ვადამდელ არჩევნებს დავუბრუნდები. ამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი შანსი. რა გარანტია აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ? არ ურჩევნიათ, რომ კიდევ ერთი წელი დარჩნენ ხელისუფლებაში?
– “ოცნება” 2020 წლამდე იმდენ სისულელეს ჩაიდენს, რომ ხალხი ჯოხებით გარეკავს. ახლა ოპოზიციას უფრო არ აწყობს ვადამდელი, ვიდრე მმართველ პარტიას. ეს არის მისი გადარჩენის შანსი.
ვადამდელი არჩევნები მათთვის იმ შემთხვევაშიც არის შანსი თუ არჩევნებში სხვა ძალა გაიმარჯვებს. ვიმეორებ, 2020 წლამდე თუ დარჩნენ, იმდენ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ხალხი მათ ჯოხებით გაყრის.
“ოცნებას” მხარდამჭერები აღარ ჰყავს. მათ ხმას ის ხალხიც კი აღარ მისცემს, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს.
ამათი ხელისუფლებაში დარჩენით და ამდენი სისულელეების კეთებით, ქართულ სახელმწიფოს ექმნება უკვე საფრთხე.
მმართველ პარტიას სახელმწიფო საერთოდ არ აინტერესებს, ისინი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და ამიტომაც მიიყვანენ საქმეს ვადამდელამდე.
“ოცნებაში” არსებული გახარიას, კალაძის და ღარიბაშვილის ჯგუფები ერთმანეთს უკვე სერიოზულად ებრძვიან. ამ ბრძოლაში კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული.
– მათ შორის თუ არის კობახიძის ჯგუფი?
– რა კობახიძის ჯგუფი? სად ჰყავს ირაკლი კობახიძეს ჯგუფი. ასეთ რამეებს ნუ იძახით ჟურნალისტები.
– გინდათ თქვათ, რომ კობახიძეს ჯგუფი არ ჰყავს?
– არა. პარლამენტის თავმჯდომარე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის სურვილებს. ვიღაცევბი ცდილობენ, რომ მისგან რაღაც ფიგურა გამოიყვანონ, მაგრამ მაგას არავინ არაფერს ეკითხება.
– რანაირად არ ეკითხებიან, კაცი პარლამენტის სპიკერია.
– მერე რა. ის, როგორც გითხარით, არის ივანიშვილის სურვილების გამხმოვანებელი. დამოუკიდებლად არაფერს გააკეთებს. სარკეში რომ იხედება, საკუთარი ლანდის ეშინია.
– ლანდის როგორ ეშინია, ლამის ქვეყანა ააწიოკა.
– რა ააწიოკა? რაც დაავალეს, იმას აკეთებს. ბოლოს ვინ დარჩება აწიოკებული, მაგასაც ვნახავთ.
პანკისში მომხდარმა ინციდენტმა საქართველოში, შესაძლოა, ხელისუფლების შეცვლა დააჩქაროს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადატრიალების წინ გენერალური რეპეტიცია იყოს.
როდესაც პოლიციას დეზორგანიზებას გაუკეთებ, ჩათვალე, რომ ის არის უმოქმედო. რუსთაველზე ზღვა ხალხი რომ გამოვა, როგორ გგონიათ, პოლიცია მათ წინააღმდეგ წავა? რა თქმა უნდა, არ წავა.
განაგრძეთ კითხვა
 

 

1840 /

25 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები