საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ევროკავშირში დონერ-ქაბაბის (შაურმის ევროპული ვარიანტი) აკრძალვაზე ალაპარაკდნენ. დონერ-ქაბაბი ევროპის ყველაზე პოპულარული ფასთფუდია და მისი შესაძლო აკრძალვის საფრთხემ დიდი ყურადღება მიიქცია. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება.
საქმე იმაშია, რომ დონერ-ქაბაბის ხორცში ფოსფატების დიდი შემცველობაა. ამჟამად, ევროკავშირის კანონმდებლობით გაყინულ ხორცში ფოსფატების დონე განსაზღვრული არ არის, თუმცა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ამ საკითხზე რეგულაციის დაწესება სურს.
ცოტა ხნის წინ ევროკომისიას ხორცში ფოსფატების მაღალი დონის დაკანონება სურდა, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტი წინააღმდეგ წავიდა, ფოსფატებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების პირდაპირი კავშირის გამო.
მომდევნო მოსმენა ამ საკითზე მალე გაიმართება, სადაც ევროპარლამენტარებს მოუწევთ დაეთანხმონ ან უარყონ ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა ფოსფატების დასაშვებ დოზებთან დაკავშირებით. თუ კანონი დამტკიცდება, ის დონერ ქაბაბს სრულად აკრძალავს.
შეგახსენებთ, ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონები ევროკავშირის კანონმდებლობას 2020 წლამდე უნდა დაუახლოვდეს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ შაურმა საქართველოშიც აიკრძალება.
 
1649 /
24 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები