SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სანდრა რულოვსის აღიარება ახლახანს გავრცელდა

სანდრა რულოვსის აღიარება ახლახანს გავრცელდა

პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც რულოვსი ამბობს, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მისივე თქმით, გუნდის თითოეულ წევრს, თავიანთი წრისა და მხარდამჭერების გარდა, საკუთარი მიმართულება და საქმეც აქვს.

„დაპირისპირებები არ არის, ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი წრე, თავისი მხარდამეჭრი. ყველას თავისი ფუნქცია და დადებითი წარსული აქვს, ამიტომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

2391 /

24 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები