SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში გეი ალღუმის ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში გეი ალღუმის ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თბილისი პრაიდის გუნდის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაპირდა, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება და ამისთვის პოლიცია ყველაფერს გააკეთებს.

შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს გააცნო მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

„პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს თბილისი პრაიდის გუნდი.

მათივე განცხადებით, თბილისი პრაიდის მიზანია საქართველოში გაიზარდოს მიმღებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას უფლებრივი თანასწორობისკენ.

„ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, - ვკითხულობთ თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე.

თბილისი პრაიდის კვირეული ივნისშია დაგეგმილი.

 

2187 /

23 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები