SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ბათუმში ელექტრომობილი ტურისტებს დაეჯახა, როგორია მათი მდგომარეობა ?

ბათუმში ელექტრომობილი ტურისტებს დაეჯახა, როგორია მათი მდგომარეობა ?

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ქვეით ტურისტს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი-ებრაელი ტურისტი ქალი რეფერალურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მას ფეხი აქვს მოტეხილი. ასევე მსუბუქად დაშავდა მეორე ტურისტი.

“ტურისტები ფეხით სეირნობდნენ, როცა მათ ელექტრომობილი დაეჯახა, ელექტრომობილით ტურისტების სხვა ჯგუფი სეირნობდა. ტურისტი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, ათეულობით საქმეა აღძრული ანალოგიურ შემთხვევებზე, სწორედ ამიტომ მიიღო ბულვარის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილების აკრძალვის თაობაზე”- განაცხადა პირველ არხთან ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ სოფო გუჯაბიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.

2020news.ge

 

1163 /

23 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები