27 დეკემბერი 2021
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შესაძლოა წვიმამ ჩამოანგრიოს

ხანძრის შედეგად დაზიანებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ამჯერად საფრთხეს მოსალოდნელი წვიმა უქმნის.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, დღეს საფრანგეთის დედაქალაქში უხვი ნალექი და მეხის ჩამოვარდნაანავარაუდევი.
საკათედრო ტაძრის სახურავის ნაწილი ხანძრის ჩაქრობის დროს წყლით გაიჟღინთა, ამიტომ წვიმის შემდეგ მისი ჩამონგრევის საფრთხე ჩნდება.
როგორც ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების ხელძღვანელმა, ფილიპ ვილნევმა განაცხადა, ახლა მთავარი პრიორიტეტი არის ტაძარზე ბრეზენტის ნაჭრის გადაფარება.
„ყველაფერი მზადაა და ალპინისტები სულ ცოტა ხანში დაიწყებენ სამუშაოებს“, – განაცხადა ვილნევმა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, გოთიკური ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
 
916 /
23 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები