27 დეკემბერი 2021
რუსთავში 13 წლის გოგონას ეძებენ "გთხოვთ, ყველა ეზო, სადარბაზო შეამოწმეთ, ნია უნდა ვიპოვოთ..."

გოგონა დილით სახლიდან გამოვიდა და სკოლაში უნდა მისულიყო თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადდა. ნიას ბებიამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ ბავშვს ეცვა ნაცრისფერი კაპიშონი, შავი შარვალი და მოსაცმელი. გოგონა დავით გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობს. შსს-ში აცხადებენ რომ - "მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები, მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო". თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია მოგვწერეთ "ინფო რუსთავი"-ს ფეისბუქ გვერდზე ან დარეკეთ 112-ში.
 
1108 /
22 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
 
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები