SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს

Loading...
სასწრაფოდ! თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს. ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილია.

,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა.

,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”- თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა,რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ.

,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირზე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,თაიმერს” განუცხადეს ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

timer.ge

 

1159 /

22 აპრილი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...