28 დეკემბერი 2021
სასწრაფოდ! ამერიკამ შესაძლოა საქართველოს სანქციები დაუწესოს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტიწარედგინა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარკვეინ მულინის კანონპროექტს “საქართველოში ბიზნესის კეთების სამართლიანი წესებისა და სანქციების აქტი ჰქვია.” დოკუმენტის მიხედვით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოქმედებები და ზეწოლა იქნება გამოვლენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობისა და ცალკეული ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს.
კანონპროექტის მიხედვით:
“თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“.
სანქციების შეჩერების, ისევე როგორც ამოქმედების უფლება კანონის მიხედვით პრეზიდენტს ენიჭება.
სრულად იხილეთ bm.ge-ზე
 
3554 /
20 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
25 მაისი 2021
21 მაისი 2021
19 მაისი 2021
25 სექტემბერი 2020
21 თებერვალი 2020
კომენტარები