SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

გიორგი შენგელაიას მოულოდნელი გადაწყვეტილება, ამას არავინ ელოდა ის ივანიშვილის ხელისუფლების გადასაყენებლად სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს

გიორგი შენგელაიას მოულოდნელი გადაწყვეტილება, ამას არავინ ელოდა ის ივანიშვილის ხელისუფლების გადასაყენებლად სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს

რეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ სამოქალაქო მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-ს თავად რეჟისორმა დაუდასტურა. შენგელაია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. ისინი არ ჩანან, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა ცუდი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო.

გიორგი შენგელაია:

- შაბათს, 5 საათზე, სოფელ დიღომში, დავით სარაჯიშვილის ქუჩა N24ა-ში მოვაწყობ საინფორმაციო ბრიფინგს. მინდა გითხრათ, რომ დავაარსე სამოქალაქო მოძრაობა „ხალხის ნება“, რომლის თავმჯდომარეც ვიქნები. მიზნები მაქვს ძალიან კარგი. გუნდის წევრები ვინ იქნებიან, წინასწარ არ გეტყვით, ბრიფინგზე გაგაცნობთ. წინასწარ გეტყვით, რომ ჩემი გუნდის წევრები იქნებიან კულტურული, კარგი, განათლებული, უმწიკვლო და არამომპარავი ხალხი. 21 აპრილს 3 საათზე პარლამენტის წინ იქნება ჩემი პირველი საინფორმაციო მიტინგი. ველოდები, რომ ამ მიტინგზე მოვლენ განათლებული, წესიერი, უმწიკვლო, არამექრთამე, კორუფციაში გაუხვეული ხალხი. რაც მთავარია, მოვწოდებს ახალგაზრდობას, რომ ჩაერთონ ამ საქმეში. 

- დიდი გეგმები გქონიათ...

- დიდ კაცს დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს.

- რატომ გადაწყვიტეთ სამოქალაქო მოძრაობის შექმნა? მიზეზი ის ხომ არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი მონაწილეობა წარუმატებელი იყო ?

 - საპრეზიდენტო არჩევნებში იმ მიზნით ვიღებდი მონაწილეობას, რომ ამ ნაძირლებისთვის გადამევლო. იქ რომ ვნახე, რა ფული ტრიალებდა, გადავირიე. მე მაგდენი ფული არ მაქვს, ჯიბის ფულიც კი არ მაქვს. მერე მე თვითონ მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. ახლა დავაარსე „ხალხის ნება“.

-  რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახალი მოძრაობისთვის ეს სახელი შეგერჩიათ?

-  თომას ჯეფერსონმა დაწერა ასეთი რამ, ყველა ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი ქირაობს მთავრობას. მან ასევე დაწერა, რომ თუ მთავრობა ვერ შეასრულებს ხალხის ნებას, მათ უფლება აქვთ გადააყენოს საკუთარი არჩეული მთავრობა.

-  თქვენი მიზანიც ეს არის?

-  რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არის, ხელისუფლებაში მოვიყვანო კულტურული და განათლებული ხალხი. ასეთი ადამიანებით სავსეა საქართველო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის უწიგნური, ამიტომ ვერ არჩევს ვინ არის კარგი, ვინ ცუდი და ყველა ცუდი ჰყავს გარშემო შემოკრებილი.

2020news.ge

 

1519 /

20 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები