ბარსელონაში დაკავებული ქართველები შველას ითხოვენ
ბარსელონაში ორი კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ამ დრომდე სადეპორტოში არიან.
"ყველას ესპანეთში უკანონო ყოფნას ედავებიან. ზოგი ადამიანი ბილეთიანია დაკავებული. ლეგალურად იყვნენ, ისეთებიც არიან დაკავებული. მერვე დღეა შიმშილობს ადამიანი. საელჩო არ აკითხავს. ეუბნებიან, რომ საელჩო საქმის კურსშია, მაგრამ არანაირი რეაგირება, ტელეფონს არ პასუხობენ" - აღნიშნა ერთ-ერთმა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა.
(ნიუპოსტი)
1,307 ნახვა
19 აპრილი 2019
კომენტარები