SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

”ნიკორას ” კონსულტანტის სკანდალური აღიარება, როგორ წამლავენ ხალხს და რა არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა თანამშრომლებს

”ნიკორას ” კონსულტანტის სკანდალური აღიარება, როგორ წამლავენ ხალხს და რა არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა თანამშრომლებს

სუპერმარკეტ ნიკორას კონსულტანტი ვრცელ წერილს, სოციალურ ქსელში გვერდი "არა მონობას" ავრცელებს. კონსულტანტი გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობს და აცხადებ, რომ მენეჯერი ჭამასაც კი არ აცდის."მე ვმუშაობ ნიკორაში. სანამ იმას ვიტყვი რა პირობებში გვიწევს მუშაობა აგიხსნით რას გვაიძულებენ მენეჯერები. ვარ ძეხვებში. 24 საათი 3 დღეში.მაცივარში ძეხვები ფერს იცვლის უკვე ერთი ორი დღის როა თეთრ წებოვან ნადებს იკეთებს ამიტომ გამდინარე წყალში გვარეცხინებენ რომ ახალივით იყოს და გაიყიდოს. თუ რომელიმეს ვადა მალე გადის უნდა ვეცადოთ რომ ის მივასაღოთ.დანაკლისებზე და ჯარიმებზე ხო აღარაფერს ვამბობ უკვე.ჭამისთვის დრო არ გვაქვს,ერთი ლუკმა გადაყლაპული არ მაქვს მენეჯერი იძახის კლიენტიაო და იძულებული ხარ გაიქცე მიატოვო რადგან სხვა ვერ გცვლის.ტვალეტში შესასვლელადაც დრო უნდა შეარჩიო და ჩაფსმამდეც რომ იყო არ დატოვო პოსტი თუ ხალხია.ღამის 12 ის მერე აღარ ხარ კონსულტანტი ხდები ჩვეულებრივი დამლაგებელი რომელმაც უნდა დახეხო მთელი დარბაზი ვიტრინები გაწმინო,გამორთო მაცივრები ამოალაგო პროდუქცია გაწმინო მაცივრები,ჩაალაგო პროდუქცია,მერე წახვიდე საწყობში სადაც თაროები ჭერამდეა,ჩამოყარო შეკვრა ბოთლები გადაავსო მაცივრები თაროები,აკონტროლო ვადები.მენეჯერს დაულაგო მაგიდა,ტვალეტის გამოხეხვაც არ უნდა დაგავიწყდეს,მერე საწყობი უნდა დაალაგო ისე რო ეს ათასი პროდუქტი ადვილად გამოსაჩენი და აღქმადი იყოს მეორე დღეს რომ დაჭირდებათ.ამ დროს პარალელურად უნდა მოემსახურო შემოსულ კლიენტებს. ვაიდა მორჩი ამ ყველაფერს ხალხიც არ იყო დაჯექი დაღლილი თვალი ოდნავ მოხუჭე დააა....სმენაში გასულს მენეჯერი გლანძღავს როგორ გაბედე თვალის მოხუჭვა. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ. ერთადერთი მინდა და ალბათ ყველას ვინც აქაა დაგვაფასეთ! ასე მონებივით რომ გვამუშავებთ და ყველაფერი გკიდიათ იმდენი მაინც გადაგვიხადეთ რომ ვთქვათ რომ ღირს წვალებად.ნუ ამოგვხოცავთ ახალგაზრდებს ნაადრევად ნუ მოგვკლავთ! შვილი მყავს ბაღში მე რო არ ვიმუშაო და წელებზე ფეხი არ დავიდგა რით ვუყიდო საჭმელი.ქუჩაში დავდგე ახლაგაზრდა გოგო რომელსაც მადლობა ღმერთს ორი ხელი ფეხი და შერყეული ჯამრთელობა აქვს მაგრამ მაინც რაღაც შეუძლია! მაგრამ როდემდეე სადამდე გავქაჩავთ? თქვენ დამრჩით მეც და და ჩემისთანებს იმედად! არ დანებდეთ! ყველგან გამოგვყვებით! " - წერს კონსულტანტი.
 

 

1905 /

17 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები