SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას შტერს უწოდებს, რა გახდა მისი წყობიდან გამოსვლის მიზეზი?

Loading...
მიხეილ სააკაშვილი გიგა  ბოკერიას შტერს უწოდებს, რა გახდა მისი წყობიდან გამოსვლის მიზეზი?

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს რუსეთის აგრესიას და თავისუფალი სამყაროს პოლიტიკას, პუტინის პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც იგი ამბობს, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს.

“მინდა მოვისმინო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების პოზიცია ამ საკითხზე, რათა გავიგოთ ეს რამე ფუნდამენტური ცვლილებაა მთელი პარტიის თუ მიხეილ სააკაშვილის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო, სახიფათო და სამწუხარო პოზიციაა”, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისეულ შეფასებას, თავად ადრესატიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:

“ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში – ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა, რა თავს იშტერებს – ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი”, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

(მარშალპრესი)

 

732 /

17 აპრილი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...