შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
სიახლეები:
სოციალურ ქსელში ერთი კურიოზული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის ავტორს შეგნებულად არ ვასახელებთ.
"ქუთაისში ვცხოვრობ, ამ საღამოს ბიჭთან ერთად ვსეირნბდი, ახლახანს გავიცანით ერთმანეთი. უეცრად უკნიდან ვიღაც მეცა, ასე პირდაპირ მეცა და კბენა დამიწყო, მიყვიროდა ჩემს ბიჭს თავი დაანებეო, ის მხოლოდ ჩემია და სხვას ახლოსაც არ უნდა ეკარებოდესო, იცოდე არ გაცოცხლებო. თურმე ეს გოგო ამ ჩემს გვერდით მყოფი ბიჭის ყოფილი შეყვარებული ყოფილა, საიდან უნდა მცოდნოდა. გაოგნებული ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, ცოტათი შემრცხვა კიდეც, მაგრამ რა უნდა მექნა, მთელი ძალით ჩამაჭირა კბილები, სიმწრისგან ცრემლებიც კი გადმომცვივდა, ცოფიანი ძაღლივით იყო, არ მიშვებდა. სხვა გზა არ მქონდა მეც უნდა მეკბინა რომ როგორმე მომეშორებინა, როგორც კი კბენა დავაპირე პატრულის ხმა შემომესმა, ხმაურზე გაუჩერებია.
ძლივს გაგვაშველეს. ყველაზე საინტერესო და გულდასაწყვეტი ისაა, რომ ეს ინტერნეტით გაცნობილი ბიჭი ადგილიდან აორთქლდა, არ ვიცი რისა შეეშინდა, ყოფილი შეყვარებულის თუ პატრულის, მაგრამ ფაქტია, საქართველოში ნამდვილი ვაჟკაცები აღარ არსებობენ! თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი, მაგრამ მინდა ეს ამ ბიჭმაც წაიკითხოს და მიხვდეს რა არაკაციცაა!"
 
1213 /
15 აპრილი 2019
სხვა სიახლეები:
შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
16 აგვისტო 2019
კომენტარები