SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! ამ წუთებში ევაკუაციაა დიდ დიღომში ძლიერი აფეთქების შედეგად არიან გარდაცვილელებიც

Loading...
სასწრაფოდ! ამ წუთებში ევაკუაციაა დიდ დიღომში ძლიერი აფეთქების შედეგად  არიან გარდაცვილელებიც

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება ცხრასართულიანი შენობის მეოთხე, ან მეხუთე სართულზე მოხდა.

შენონაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ერთი ინფორმაციით, კორპუსში მცხოვრებლები შველას ითხოვენ, რადგან დაზიანებულია კიბე და სახლიდან გასვლას ვერ ახერხებენ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

 

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

წყარო: ipn.ge

 

4176 /

16 იანვარი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...