SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

 
Loading...

“თავს ნუ მოვიტყუებთ! ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს ”

“თავს ნუ მოვიტყუებთ! ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს ”

უკრაინის რეფორმები საზღვარგარეთისთვის არ უნდა ჩატარდეს. აი, დღეს ვუყურებ, მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა] უმტკიცებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ ის მათ დაელაპარაკება. არაა საჭირო არავისთან მოლაპარაკება. უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს... ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამის შესახებ ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

tabula.ge

 

676 /

14 აპრილი 2019

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...